საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

VI საერთაშორისო კონფერენცია „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“

2021 წლის 5 ნოემბერს ივანე ჯავახიშილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ჩატარდა VI საერთაშორისო კონფერენცია: „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“.  კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კოვიდ პანდემიის გავლენის შეფასებასა და სამომავლო პროგნოზებს.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი მეცნიერები, პროფესორ-მასწავლებლები  და დოქტორანტები.  მსოფლიოს 13 ქვეყნის 30 უნივერსიტეტიდან წარმოდგენილი იყო 108 სამეცნიერო სტატია. კონფერენციის სამეცნიერო თემატიკის მიხედვით წარმოდგენილი იყო 16 სექცია.

პლენარულ სხდომას მოდერაციას უწევდა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე, მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ თსუ რექტორი, ბატონი გიორგი შარვაშიძე,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ქალბატონი ნათელა თურნავა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, თსუ პროფესორი ნუნუ მიცკევიჩი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი დავით სონღულაშვილი და მოწვეული სტუმრები.

სექციური მუშაობის შემდეგ შეჯამდა თითოეული სექციის თემატური გამოსვლება. გაკეთდა რეკომენდაციები და გამოიკვეთა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

ღონისძიება ჩატარდა კოვიდ რეგულაციების გათვალისწინებით ვირტუალურ რეჟიმში ონლაინ პლატფორმა ZOOM-ის მეშვეობით.

5 ნომებერი, 2021

თარიღი: 05/11/2021